- Всего комнат: 14
- Размер участка: 400 m²
- Общая площадь: 640 m²
- Парковка: 3
- Центр города
საბურთალოს გულში, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცენტრალურ უბანში, იყიდება უნიკალური 4-სართულიანი კერძო შენობა , რომელიც აშენებულია უმაღლესი ხარისხის მასალებით და გამოირჩევა დახვეწილი არქიტექტურითა და ფუნქციური დაგეგმარებით. სახლი მოიცავს 14 ოთახს, მათ შორის 8 მყუდრო და ნათელ საძინებელს, 7 სრულად აღჭურვილ სველ წერტილს და 2 დამოუკიდებელ სამზარეულოს. ინტერიერი იდეალურად არის მორგებული როგორც კომფორტულ საცხოვრებლად, ასევე წარმომადგენლობითი მიღებებისა და საქმიანობისთვის. დამატებით სივრცეებს შორის არის საბილიარდო ოთახი, ბუხრით გაფორმებული დასასვენებელი ზონა და ელეგანტური ბარი, რაც სახლს განსაკუთრებულ ხიბლსა და სიმყუდროვეს სძენს.
უძრავ ქონებას აქვს 3 ავტომანქანაზე გათვლილი ავტოფარეხი, რაც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მნიშვნელოვანი კომფორტია. ფართის გონივრული განაწილება და მდებარეობა საშუალებას იძლევა, ობიექტი გამოყენებულ იქნას როგორც საცხოვრებლად, ასევე კომერციული დანიშნულებით ოფისად, საელჩოდ, კლინიკად ან სხვა პრესტიჟული საქმიანობისთვის. ეს არის იშვიათი შეთავაზება მათთვის, ვინც ეძებს ხარისხს, სივრცეს და მრავალფუნქციურობას თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო ლოკაციაზე.